weather cur horoscope tv
მაისი 05, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკა ჟვანიას და გიგა ტატიაშვილს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო მორაგბე ვასილ მახარაძეს –…

გუდაურთან, გაუკვალავ თოვლში სრიალისას ისრაელის ორი მოქალაქე მცირე ზომის ზვავის ქვეშ მოჰყვა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. ზვავის ქვეშ მოყოლილმა ერთმა პირმა გამოსვლა მოახერხა და დახმარებისთვის 112-ზე დარეკა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ვაქცინაციის შემდეგ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ის ქართული მედიცინის ისტორიაში დარჩება.  

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ქალს მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქალი კარგად არის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი დანიშნა. წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვის მიზნით, აცრები ჩატარდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყდა. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს არის დანიშნული. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის…

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი წულაიას გათავისუფლებას ითხოვდა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

ახალციხის კლინიკის ექთანი, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელიც გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ექთნის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადაყვანილი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]