weather cur horoscope tv
მაისი 05, 2025

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის, 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის კომაში ჩავარდა.

საქართველოს და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე, რომელიც 28 მარტს 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება, მაყურებლის 30%-ის დასწრება იქნება შესაძლებელი. სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, მაყურებლის საერთო რაოდენობის 30% დაახლოებით 16 000 გულშემატკივარია.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან კინოთეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლებას შეძლებენ.

მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის მოთხოვნა 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„პარადოქსია - ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ ვაქცინა არ იყო და ამიტომ ვერ იხსნებოდა ქვეყანა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს გაკეთებას. ვაქცინაციის მეოთხე დღეა და უკვე აიცრა დაახლოებით 4 ათასი ადამიანი,…

„მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს. ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ელისო ბოლქვაძე, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ელისო ბოლქვაძე ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა იყო.

„ჩვენ გვახსოვს 2015 წლის თბილისის მოვლენები. აბსოლუტურად იდენტური პროცესია“, – განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ თბილისში, ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან…

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 747 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 378 ინფიცირებული, ხოლო 9 – გარდაიცვალა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერსაშიშ ადგილთან ახლოს TBC ბანკის ახალი სათაო ოფისი და საავტომობილო გზა შენდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]