weather cur horoscope tv
მაისი 05, 2025

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 6185 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.

სამართალდამცველებმა გარდაბანში ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა და გამოძალვა ედებათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 21 მარტს, ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ Facebook-ის გვერდს თავად არ მართავს…

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა. საბანაძე ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელიც იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 18 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბრალდებული…

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მასშტაბური ღონისძიებები არ ტარდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, მისი ძმა კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ დაბა ჟინვალის სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

ვაშლიჯვართან, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე განვითარებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ზოგიერთი ექსპერტი მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ახალი ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით,…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ დღეს გაჟღერებულ გეგმას, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვასაც ითვალისწინებს. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია.

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 23:6 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]