weather cur horoscope tv
ივნისი 15, 2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აზერბაიჯანთან საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამოეხმაურა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 253 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 989 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1441 პაციენტი, ხოლო 11 გარდაიცვალა.

რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟს გეგმავენ. 

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულიაშვილმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პროკურორის თქმით, გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა.

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა – 35 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც საკვირაო ქადაგების დროს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთა, მონასტერში გაგზავნით დაისაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს.

ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ერთმანეთს Chevrolet-სა და Subaru-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწვლე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბიჭს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.

„ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ და დანარჩანი ოპოზიცია – 54 დეპუტატია გარეთ დარჩენილი. ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com