weather cur horoscope tv
მაისი 11, 2025

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე ალეკო ელისაშვილს ჰკითხა, რას აკეთებს პარლამენტში, თუ მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის 100 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლასა და ინვესტორი კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების განახლებას არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში შესვლა კიდევ ოცამდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებენ.

„ქართული ოცნება“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეიდან პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვებიან. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას გახსნის.

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან 339 თბილისში დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 17 271 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 580 ინფიცირებული და გარდაიცვალა – 14.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.

ნამოხვანის ჰესების კასკადის ინვესტორი კომპანია „ენკას“ საწყობს, რომელიც გუმათჰესის დასახლებაშია განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა. კომპანია აცხადებს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია. საწყობში ტექნიკა ინახებოდა. კომპანიის ინფორმაციით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]