weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 15 792 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 788 პაციენტი, ხოლო 13 – გარდაიცვალა.

ვაკის პარკი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღეში სრულად ჩაიკეტება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში რეგისტრირებულ დამატებით ათასამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, დაფინანსების მოცულობა დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებასა და…

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ 29 250 დოზას და ეროვნული გეგმის შესაბამისად, აცრა სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 21 დეკემბრის შემდეგ, ცოფის ვირუსით 3 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკვდა. როგორც ჯიხანჯურში, ისე მიმდებარე…

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომრის…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.  

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ადგილზე მისასვლელად დაახლოებით 1-1.5 საათი დასჭირდა.

მეორე დღეა, საქართველოში,თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლების გარდა, საკლასო ოთახებში სწავლა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების მასობრივი ტესტირების პირველი ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, მოსწავლეები გაკვეთილებს მაინც ესწრებიან.…

გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6640 კი დაშავდა. სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com