საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული 850-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გადაამოწმეს, რის შედეგადაც დადასტურდა უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რის შესახებაც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი კვირის მაჩვენებელს, ის 4.7%-ზეა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენის პარალელურად, უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში შემოსვლას ყოველგვარი პირობის გარეშე შეძლებენ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 21 თებერვლიდან, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი მარტივდება.
სომხეთის დედაქალაქში ხუთი ადამიანი დააკავეს მთავრობის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 285 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 1 შემთხვევა – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 311 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი, ხოლო 21 გარდაიცვალა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის განცხადებით, გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაძლოა იმიტომ მიიღეს, რომ ოპოზიციიდან ვინმე შევიდეს პარლამენტში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11