საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს სავარაუდოდ თებერვალში მოხსნის. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსასვლელად, შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინაციის საბუთიც.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს ქარმა დროებითი სახურავიც გადახადა დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინვე დაიწყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდა-ოროჯალარის სარკინიგზო მონაკვეთზე, თოვლის გამწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“ ავრცელებს.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დღევანდელი ქადაგების დროს ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთვარის დასკვნით, ვაქცინა რელიგიური ცხოვრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი – 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრი – 70 წლის მამაკაცი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინ საღამოს გამოქცეულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე სდიეს და უკან ძალის გამოყენებით…
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 398 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11