weather cur horoscope tv
მაისი 12, 2025

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარეს.

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 16 267 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1892 ინფიცირებული, ხოლო 16 გარდაიცვალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მღვდელი მათ სოფელთან არსებული მიწების დამუშავების საშუალებას არ აძლევს – ამბობს, რომ მიწები მის საკუთრებაშია და ქირა უნდა გადაუხადონ.

გლდანის N8 და ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში 7 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, გლდანის ციხეში ინფიცირებულია 3, ხოლო ქუთაისის ციხეში – 4 პატიმარი. ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 იანვარს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების მიზნის მიმართ…

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ დღეს არაფერი გადაწყვეტილა და მოლაპარაკება გაგრძელდება.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულება დაშვებული იქნება. ამის შესახებ თურნავამ დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განცხადება გააკეთა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე იმსჯელებენ მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დაყენებული ოთხი მოთხოვნის შესახებ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]