საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში ოპოზიციური პარტიების რეიტინგი იმის გამო არის შემცირებული, რომ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევა პარლამენტისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებასაც ეხება. გამოკითხული მოსახლეობის 76% ეთანხმება მოსაზრებას - იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მათნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა…
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 41%-მა დეკემბერში განაცხადა, რომ კორონავირუსზე აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?…
ბოლო 24 საათში გაკეთებული 6868 ტესტის შედეგად გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 107 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ინფიცირება არავის დაუდასტურდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 6868 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1311 ინფიცირებული, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის სიმონ მარგოშვილს (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტი დააკავეს. მას ხელბორკილები ორგანიზაციის შენობასთან დაადეს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 11 248 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1456 პაციენტი, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11