საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1883 ადამიანი ემსხვერპლა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ…
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 20 176 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 3837 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა ოპოზიციური პარტიების/ბლოკების - „ლელოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ სიებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სამი პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ.…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. როგორც ის აცხადებს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების…
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეხმაურება სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების დაზუსტებას და აცხადებს, რომ მიესალმება ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, შედეგების საკუთარი ინიციატივით გადამოწმების თაობაზე.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა სასამართლოს…
„მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?“ – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებაზე,…
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ორგანიზცია ორი კვირა მალავდა ინფორმაციას ხმების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11