weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, B ტიპის გრიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულაცია.

ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციიდან 5-6 ადამიანი მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებს შესვლას. კონკრეტული პირების ვინაობას ის არ ასახელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3893 პაციენტი, ხოლო 36 გარდაიცვალა.

საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, გრძნობს, რომ შეიძლება ოპოზიციიდან ვინმე მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდეს. ამის შეახებ ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

დღეს, 7 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, სამივე გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცები არიან და თელავისა და საგარეჯოს კოვიდ-კლინიკებში მკურნალობდნენ. რეგიონში…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 12 167 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფონიჭალაში კაცი მოკლეს

ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020 21:04

სოფელ ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად საცხოვრებელ სახლთან სასიკვდილოდ დაჭრეს.

ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღეს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]