საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების საკითხზე ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ ამასთან დაკავშირებით „სერიოზული ლაპარაკი…
„დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში გერმანელმა გამომძიებლებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დაასახელეს.
გორში კლინიკა „გორმედის“ ექიმი გივი პარასკევაშვილი კორონვირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“, –…
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „ევროპული საქართველო“ საბოტაჟით არის დაკავებული და „ყველაფრის ჩაშლას“ ცდილობს, რადგან…
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შედეგად საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება მოხდება, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას დათანხმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდით გარდაცვალების 1614 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4734 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში 20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 13 166…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11