weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციასა და „ქართული ოცნებას“ შორის შეთანხმება უნდა შედგეს, ახალი არჩევნებია. როგორც კაპანაძე ამბობს, თუ 11 დეკემბრამდე არ შეთანხმდებიან, ოპოზიცია პარლამენტში არ…

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა.

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ორი ექიმი გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ორივე მათგანი მკურნალობას თბილისში გადიოდა. 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით თამაზ (გეგა) გეგეშიძე აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგეშიძე ამ თანამდებობაზე კიდევ ოთხი წელი იქნება. გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და როგორც ტელეკომპანია „ბორჯომი“ იტყობინება, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პასუხი გასცენ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს.

„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია.

2023 წელს, საქართველო, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს, აღმასრულებელი კომიტეტის…

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის წინააღმდეგ რუსეთში შემუშავებული ვაქცინით – „სპუტნიკ V“-ით მოსახლეობის მასშტაბური აცრა დაიწყო. მოსკოვში ვაქცინაცია დღეიდან, 5 დეკემბერიდან მიმდინარეობს, ხოლო რეგიონებში მომავალ კვირაში დაიწყება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]