weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ გასაჩივრებულ შემაჯამებელ ოქმებს განიხილავენ. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე უნდა შეაჯამონ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, თამაშზე დასასწრებად „უეფამ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ  მიიწვიეს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული ექვსი არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო. მათთვის შეფარდებული სასჯელი შემდეგ პროცესძე გამოცხადდება.

არასამთავრობო ორგანზიაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ საპატრულო პოლიციის მიერ, კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო…

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია „ორი საქართველო“ გამართეს და გუშინ, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასწრება გააპროტესტეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისთვის სანქციის სახით ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამავე…

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 4 ნოემბერს შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 2, კახეთში…

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ხოლო 3342 გამოჯანმრთელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]