საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ კენჭისყრის შენობასთან დაახლოებით 30-მა ადამიანმა სცემა. როგორც კიკვაძე ამბობს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ასეთი სულ 6 შემთხვევაა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით, ზონდერ ჯგუფების მობილიზება…
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, მარნეულის N5 საარცევნო უბანზე მათ დამკვირვებელს სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სცემა.
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც 2 კვირაზე მეტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი გააძევეს, რასაც წინ დაპირისპირება უძღოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ქველაძის განცხადებით, დამკვირვებლები აპროტესტებდნენ უბანში ერთი და იგივე ადამიანის რამდენჯერმე შესვლას,…
12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ხმა 681 583 ამომრჩეველმა მისცა.
„გვაქვს დიდი იმედი, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია თავს შევიკავებთ…
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო. საარჩევნო უბნებზე სპეციალურ აპლიკაციას მედიასაშუალება Newpost-ის წარმომადგენლები იყენებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11