weather cur horoscope tv
ივნისი 23, 2025

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. სოფელში 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბანზე ხმა მხოლოდ 8 ამომრჩეველმა მისცა. ყველა მათგანი საუბნო კომისიის წევრია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში საარჩევნო უბანთან იარაღით გადაადგილდებოდა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე, 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია. ყველზე მაღალი (11.9%) აქტივობა დაფიქსირდა N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და…

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა, 10 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე 10-ზე მეტი დარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

გურჯაანის საარჩევნო ოლქის ბაკურციხის, ველისციხის, კოლაგის, კარდენახის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს, კენჭისყრის შენობაში მყოფი  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ავალდებულებენ, ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, საარჩევნო ყუთთან მყოფ პირს ბიულეტენი…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრის, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცაციაშვილმა თქვა, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე რაიმე მნიშვნელოვანი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ცონების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის საელჩოს 75 თანამშრომელი დააკვირდება. ამის შესახებ ელჩმა დღეს, ცესკოში ყოფნისას განაცხადა.

„ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებს, იმიტომ რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს სახელმწიფოში“, –…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მისი პარტია „სოლიდური უმრავლესობით მოვა და საშუალოდ 100 მანდატს მოიპოვებს“. ამის შესახებ ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]