საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საარჩევნო პროცესის ხელყოფის ის მცდელობები, რაც დაფიქსირდა, შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული…
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარულ საარჩენო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა – მან ამომრჩეველთა ხმების 52.83% მიიღო, რაც 45 207 ხმაა.
„ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტო გადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საარჩევნო უბნების უმრავლესობის გარეთ პარტიების კოორდინატორები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას უწყობდნენ…
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს იმ ოპოზიცურ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებენ. აქციაზე ისმის მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ინაშვილი უნდობლობას უცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამბობს, რომ შეუძლებელია მის პარტიას ხმების 3% ჰქონდეს.
N21 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ტყიბულს, თერჯოლას, ზესტაფონსა და ბაღდათს აერთიანებს, მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის ეს ერთადერთი ოლქია, რომლის მონაცმები ცესკომ სრულად დაითვალა.
პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები მიაჩნია.
ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა, პარლამენტის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 45.8% აიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთანებულმა ოპოზიციამ“ - 26.4%.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11