საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საფრანგეთში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელემიმართვის დროს განაცხადა.
ბოლნისის სოფელ მამხუტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს, ისმაილ გაჯიევს სცემეს. როგორც გაჯევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სიცრუეს უწოდებს მოქალაქე თორნიკე გოგუაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან საარჩევნო სიაში 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა აღმოაჩინა, ხოლო მის მისამართზე დაახლოებით 70 ადამიანია ჩაწერილი.
ლაგოდეხში, „არქიმედეს კლინიკაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს, სადაც მოსახლეობასთან ერთად დააკვირდება ხმების დათვლის პროცესს და გამარჯვებას აღნიშნავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მოლოდინაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის და ეს ოფიციალური დოკუმენტით მტკიცდება.
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა – 3 511 853. ამას ემატება საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170 ამომრჩეველი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსით კიდევ 123 ადამიანი დაინფიცირდა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მათ ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
თბილისში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11