weather cur horoscope tv
ივნისი 23, 2025

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირს ვირუსის სიმპტიმები არ აქვს და ის საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, დაიწყება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადება, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. სწრაფი კურსის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, უფროსკურსელები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

ხორხის ხეობაში ტყე იწვის

ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 15:22

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში მეორე დღეა ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, იწვის ტყე და საძოვრები, ცეცხლი ფშავის სოფელ სწროფავისკენაც გადავიდა. ამ დროისთვის კვამლი სამ ადგილზე შენიშნება.

„პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვჭირდება – 60%-დან რომ ავიდეთ 95%-მდე, ნახავთ, რომ ჩვენ სერიოზულად შევამცირებთ ახალი დაინფიცირებულების რიცხვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან…

„ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. იქნებ, როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საავადმყოფოს ექიმების მიმართ კოვიდ-ინფიცირებულის ახლობლების უკმაყოფილებას ეხებოდა.

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი და საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ინფექცია 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. გარდაცვალების 8 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 4 იმერეთში, 2 კი აჭარაში.

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ ცილისმწამებლურ და ღირსების შემლახავ კამპანიაში ადანაშაულებს. სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელი ბიზნესმენის ოჯახის დაყაჩაღების საქმე გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]