საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეკავებინათ მამაკაცი, რომელმაც გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. გომელაურის თქმით, მისი დაკავება…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც გამოსასყიდის სახით გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ მძარცველს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ არის.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირას, 25 ოქტომბერს საქართველოში გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა შემოვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, სერგეი შამბას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, სოხუმი მზად არის ის თბილისს გადასცეს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა უმოკლეს ვადებში დააკავოს პირი, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიმალა.
ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან სამართალდამცველები იმყოფებიან და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბანკის ინკასატორების დაყაჩაღებას უკავშირდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. დააკავეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ის 1595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. კომპანიის ინფორმაციით, მათი ყველა თანამშრომელი, ასევე მომხმარებლები და პოლიციელები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11