weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2025

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა. შესაბამის განკარგულებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, სახელმწიფო გრანტი კი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს ტერიტორიაზე მუშა დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, მამაკაცს ერთი კვირის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაქტორმა გადაუარა.

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გურჯაანში ოფისი გახსნა და მხარდამჭერებს გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივლისში ეკონომიკის 5.5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი შემოტანილია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ის უკრაინიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სოფელ მაღაროს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მედია გააკრიტიკა. მისი თქმით, სასულიერო პირებს აბრალებენ, რომ არჩევნებში ერევიან.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]