საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციის მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ინფიცირებული „ავერსის“ კლინიკის ექიმია.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნებში ერეოდა და კიდევ ჩაერევა.
თიბისი აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ…
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, 18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, დღეის მდგომარეობით, 857 000 ბავშვის მონაცემი დარეგისტრირდა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
„როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ, ბათუმსა და ქობულეთში კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ აუცილებელი იყო, ტესტირება ჩაეტარებინათ, არ იყო დამყოლობა. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ აუცილებელია, ტესტირება გაიარონ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელეს. გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაახლოებით 700 000 ადამიანის ასაცრელად საჭირო მასალა აქვს შეკვეთილი.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების მიუხედავად, მთავრობა ბათუმში სპეციალური საკარანტინო ზომების მიღებას არ აპირებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სკოლებში სწავლის დაწყების გადადებას არ განიხილავენ. ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებული საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა. ეზუგბაიას თქმით, 5 ადამიანის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11