საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, ლისის გზაზე საპატრული პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშს დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბათუმში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნეს საარჩევნო ბანერი, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითლად იყო მონიშნული. ბანერზე, მოწოდებით – „დაიცავი აჭარა!…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.
ცხინვალის იზოლატორში სავარაუდოდ ცემის შემდეგ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმეზე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობებიდან მოხსნეს.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგი შალამბერიძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ თერჯოლაში 11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას წესს ვერ აუგებენ.
ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, წლევანდელი სეზონი ჩავარდა, რის გამოც სესხებს ვეღარ იხდიან. სასტუმროს მფლობელები საბანკო ვალდებულებების შეჩერებას…
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ პუხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ვითარებას აკონტროლებენ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ორი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში, ექვსი ავტომობილის გაქურდვის საქმეზე 1999 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11