საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვინის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის 22 ივლისის განკარგულებით, ღვამიჩავა ამ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა ოთხი წლის ვადით დაინიშნა. ღვამიჩავამ ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც ეს თანამდებობა 22 ივნისს დატოვა.
„ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტიამ მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ჩასმა შესთავაზა. მათი განმარტებით, აბაზოვის სიაში შეყვანა „არ განიხილებოდა და არც განიხილება“.
„ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ…
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტის გაწყვეტა, რაც 27 ივლისს უნდა მომხდარიყო, გადაიფიქრა. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანიას საშუალებას აძლევენ, საქმიანობა გააგრძელოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში,…
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი საპილოტე პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი „რეგინფოსთან“ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმა შესთავაზა, რაზეც უარი არ უთქვამს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ახალი პაციენტებიდან ხუთს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი, ორი ე.წ. გაჩიანის კლასტერიდან არის, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, სამი პაციენტის…
თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, მოძრაობა „შეცვალეს“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომლის ლოზუნგი „ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!“ იყო. აქციაზე მისულმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ბოლო პერიოდში, გახმაურებულ საქმეებზე შსს-ს არაეფექტური მუშაობა გააპროტესტეს.
ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11