weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქის, წარმოშობით დაღესტნელი 26 წლის ბათირ მაგომედოვის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. „რეგინფოსთან“ ადვოკატმა გელა ნიკოლაშივილმა განაცხადა, რომ 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მაგომედოვს საქართველოს დასატოვებლად 30 დღის…

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთში მცხოვრებ სომხებზე აზერბაიჯანელების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები არა მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტი-სომხური რიტორიკის გამოხატულებაა, არამედ რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციის და ეთნიკური შეტაკებების არენად მისი გამოყენების მცდელობაა. 

ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჯუმბერ ბაჩიაშვილს რამდენიმე ადამიანი უკავშირდებოდა და მასთან შანტაჟის მსგავს საუბარს მართავდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს, 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური…

ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი და შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, გამოცდები კი 4 აგვისტოდან დაიწყება.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ დღეს გააკეთა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები გადაეცემა.

საქართველომ, COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან 15 ტონა სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო. ეს მოიცავს 5 000 სახის საფარს, 13 200 დამცავ სათვალეს, 30 000 საიზოლაციო ხალათს, 1…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]