weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2025

სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს, არ იომონ და არ დაღვარონ სისხლი, ასევე კონფლიქტში არ ჩაითრიონ საქართველო.

ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში ცენტრალური საავტომობილო გზა დროებით გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია არაეფექტურად მუშაობს, რის გამოც ითხოვენ სამძებრო სამუშაოებში ჯარი…

თბილისის ზღვაში დღის მეორე ნახევარში ორი მოზარდი გაუჩინარდა. მაშველებმა ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.

ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 20 ივლისის მდგომარეობით სულ მოკრეფილია 22 035 ტონა ატამი და ვაშლატამა, საიდანაც 10 060 ტონა ექსპორტზეა გასული.

სენაკი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ქვეითად მოსიარულე 85 წლის ქალი დაშავდა, გენერალური პროკურატურა იძიებს. ავტომობილს სავარაუდოდ წალენჯიხის პოლიციის უფროსი რაჯი ერემაძე მართავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტელეკოპანია „მთავარმა არხმა“ გამოძიებას სიუჟეტის - „ნაყიდი COVID 19“-ი მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა გადასცა, რომელზეც ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა.

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში ერთ-ერთმა მეშახტემ, რომელიც ნახშირის მოპოვებაზე იყო დასაქმებული, სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. შუახნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, თერმოსკრინინგი გააქტიურდება, ბაზრობებზე კი კონტროლი გამკაცრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლითაც 16 წლის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მიხეილ კალანდია დამნაშავედ იქნა ცნობილი 15 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]