საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ერგნეთში აქცია გამართეს.
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, ხვალიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. სამინისტრომ შენგელიას სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამაზე წვდომა აღუდგინა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ათი თვის ბავშვს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ამჯერად თუშეთს ეწვია და გასტროტურში მიიღო მონაწილება. მინისტრი საქართველოში მოგზაურობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებს.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თბილისში აქცია – „გადავარჩინოთ ტურიზმი“ გამართეს. მათი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ე.წ. წვანე ზონის ქვეყნებთან და გაუქმდეს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობაში…
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (5 539 ტონა).
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ხალვაში მეორედ აირჩიეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მოიმოქმედოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გააქტიურებაა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მან „ვაჟკაცობა ერთი-ერთზე იცის“.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი რელიგიური ტურიზმის ადგილი გახდეს. მისივე თქმით, ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაონ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11