weather cur horoscope tv
ივნისი 18, 2025

ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, რომელიც რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მონაწილეა, ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

სამეგრელოში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ადგილობრივები და მაშველები მეორე დღეა ეძებენ. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელიში, კიროვის უბანთან გუშინ გაუჩინარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. აპარატი აპირებს, შეისწავლოს გამოძიების ეფექტურობა და შეაფასოს სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ოთხივე შემთხვევა შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

ამერიკის შეერთვებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას ეხმაურება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, გარემოს დანაგვიანებისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. კანონის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება…

გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა, მირიან ნილოლაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდნენ. როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, გარდაცვლილის დედ-მამამ ნინო ლომჯარიასთან თქვეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, ელოდებიან მის დასრულებას და საბოლოო…

მიმდინარე წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს – 22 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დღესდღეობით საქართველოს არ აქვს არანაირი ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შეძლებდა საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განხილა.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]