საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული სასაზღვრო ინციდენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის საკითხზე თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობა.
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი - მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და…
ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას, დავით სირაძეს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისი შესრულდება. თურნავას თქმით, მთავრობამ გაითვალისწინა იმ სტუდენტების თხოვნა, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ და გერმანიაში ჩასვლა დაწყებამდე სურთ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, უწყების ბალანსზე არსებულ 5000-მდე არაპრივატიზებულ ბინას მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები,…
ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომახიძე მერიაში დილიდან შეხვედრას მართავს, სადაც თანამშრომლებს გადადგომის შესახებ აცნობა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, თანამდებობას ტოვებს ვიცე-მერი ლაშა ტუღუშიც.
ძუძუმწოვრებს და მათ შორის ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის…
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მთავარ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ათამდე სოფელი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნაფარეულსა და სანიორეში, სადაც ვენახებია განადგურებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11