საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე დღეს შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. კომახიძეს დღეს უნდა გაეკეთებინა განცხადება მისი გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.
ბოლო 24 საქართველოში, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არ გაზრდილა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება. ფრენები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა და მმდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
მესტიის მუნიციპალიტეტში 50 წლის ო. კ.-ს ეძებენ. ის დღეს, მესტია-უშგულის საავტომობილო გზის მულახის მონაკვეთზე ავტომობილით მდინარე მულხურაში გადავარდა.
სვანეთში, მესტია-უშგულის გზაზე მიმავალი ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მდინარეში ე.წ. დელიკაა გადავარდნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული დ.შ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.
დღეს, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელის რაიონში 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11