weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები - ხულგუმო, კარტიკამი და კულიკამი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ცნობით, სოფელ ხულგუმოში სტიქია დაახლოებით 20-25 წუთი გაგრძელდა.

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია გამოდის ინიციატივით, რომ ვლაქერნობის სახალხო დღესასწაული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უქმედ დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, დაქირავებული მკვლელი არ არის და ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მარშრუტს სწავლობდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაასახელეს, გლდანში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა მელია.

19 ივნისის დილის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის 7972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1126 მოსკოვშია. ბოლო 24 საათში ვირუსით 181 პაციენტი გარდაიცვალა, 10 443 კი გამოჯანმრთელდა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული, თუმცა იქ მისვლაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით…

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმაურება გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. EMC მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას,…

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების (იგივე ჯეირანი) მეექვსე თაობა დაიბადა. გამწვანებულ სამუხის ველზე ქურციკების ნაშიერები - ლიკლიკები გამოჩნდნენ და ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ეკლესიისკენ მიმავალი საფეხმავლო ხიდი მოწყვიტა. გარდა ამისა, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო გზის 130-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აკრძალული იყო.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]