weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შტატში ნატურალური ბეწვის ნაწარმის დამზადება, გაყიდვა, გაცვლა და ჩუქება აიკრძალება. აკრძალვა ვრცელდება მათ შორის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ჩანთებსა და ქუდებზე.

თელავში 22 და 21 წლის მამაკაცები ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 13 ოქტომბერს, ღამით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს, 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, 130 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საზღვრისპირა ქალაქები…

„საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა. როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გურჯაანში გამართულ…

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, რომელიც 20 ივნისს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქცების შედეგად ჩამოყალიბდა, რეგიონებში გასვლას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

„გამოკითხულები არიან სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმები, რომლებიც არ უთითებენ თამთა თოდაძის უგონო ნასვამ მდგომარეობას. ისინი უთითებენ, რომ თამთას მიაღებინეს მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა მძიმე ემოციური მდგომარეობა“, – განაცხადა…

საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა.

14 ოქტომბერს, „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. 

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდება შეთხზულია. ჯიშკარიანი მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]