weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 16 კაფე, საიდანაც 14 უცხოელ ბიზნესმენებს ეკუთვნის, პროტესტის ნიშნად დახურეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერიის გაფრთხილება გახდა, რომელიც საფეხმავლო ქუჩაზე ღია კაფეების განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.

2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი გაიხსნება. ამჟამად პროფესიული სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო კორპუსის განახლების შემდეგ დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაც.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გაძარცვეს. ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, სენ-დენის კომუნაში, „სტად დე ფრანსის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, კვადროციკლი, რომელზეც არაბი ტურისტები ისხდნენ, ტყეში გადატრიალდა. სატრანსპორტო საშუალებას ადგილობრივი მართავდა.

რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი, მეტსახელად "ლექსუსი", აცხადებს, რომ მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებები, რომლებიც მან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ვითომ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს…

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები - რიგითი შ.ლ. და კაპრალი ი.ბ. დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც არამიანცის, ინგოროყვას და…

ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მადლობის სიგელები მაშველებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ…

მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთაზე ტყე იწვის. გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენით ეცდებიან, რომელიც, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, თბილისიდან მესტიისკენ უკვე…

მთიდან ქვა-ღორღისა და კლდოვანი მასის ნაშალის ჩამოსვლის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის ხეობის სამ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია. როგორც "რეგინფოს" გამგებლის მოადგილემ, ნიკოლოზ კენჭაძემ უთხრა, ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია სოფლების -…

2017 წლის 15 აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება, რომელიც გადამეტებული ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]