საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მიქიაშვილი მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა.
ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" დასრულდა. ფართომასშტაბიან წვრთნებში მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. "ძალა პარტნიორობაშია"…
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე "დიდგორობა 2017" კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდგორობა უდიდესი გამარჯვების დღე და საქართველოს ძლიერების სიმბოლოა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. ფონიჭალაში დააკავეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ინტერნეტ-მომხმარებლებს პოპულარული აპლიკაცია Sarahah-ის წესებსა და კონფიდეციალურობის პოლიტიკას აცნობს. ინსპექტორის აპარატის განცხადებით, Sarahah-ის წესებიდან ყველაზე საყურადღებო ის პუნქტია, სადაც წერია, რომ კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს…
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის დააჯილდოვა. მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა მსოფლიო ოლიმპიადებზე წელს უკვე 14 მედალი მოიპოვეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომიდან ვაშლს დაარიგებს. მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ დარიგდება. თბილისის შემდეგ კამპანია რეგიონებშიც განხორციელდება.
ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, პატრულ-ინსპექტორები გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი - საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, 21 წლის…
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. მინისტრის განმარტებით, საუბარია გაზიან სასმელებზე, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე.
სახალხო დღესასწაული „თიანეთობის“ აღნიშვნა 12 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით დაიწყება. თიანეთის გამგეობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ესტუმრება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11