weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

ქალაქ გორში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაქურდეს. სახალხო დამცველის განცხადებით, ქურდებმა პორტატული სამუშაო კომპიუტერი წაიღეს, რომელშიც რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

სამართალდამცავებმა 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისს, თბილისში, რ.ა.-მ მამიდაშვილს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს რვა მოქალაქე აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის. სტუდენტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიულოცა.

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან 15 კილომეტრში, სოფელ ქვემო ბოდბესთან იყო.

ახალციხეში, სოფელ ურავლისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ კოორდინატორს ბეგლარ კაპანაძეს თავს დაესხნენ და ცემეს. ნაცემია მასთან ერთად მყოფი შვილი და 82 წლის მამაც. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბეგლარ კაპანაძე ცემაში ადგილობრივი თვითმმართველობის…

თბილისში 19 წლის გოგონა მოკლეს

ორშაბათი, 17 ივლისი 2017 17:06

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინაში 19 წლის გოგონა ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 16 ივლისს, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს, სადაც ისინი დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან.

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მგზავრს ქვედა კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზიას“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უთხრა, რომელმაც ტრაპიზონის საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა.

ყვარლის რაიონის სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნება. ბიბლიოთეკა ინტერნეტითა და კომპიუტერებით სექტემბერში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში მოეწყობა. პროექტი ყვარლის რაიონში პირველად ხორციელდება.

თურქეთში, ქალაქ გირესუნთან ავტობუსი გადაბრუნდა, რომლითაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]