weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2025

საზოგადოება

7 ივლისს ურეკში ახალგაზრდა რუსი სპორტსმენები გაქურდეს, რომლებიც სპორტულ ბანაკში იმყოფებოდნენ. ქურდებმა წაიღეს ტელეფონები, ნოუთბუქები, ფული და პასპორტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არავინ დაუკავებიათ.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებასთან ახლოს, ფერმაში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 ნოემბრიდან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მოპედის მართვა ჯარიმით დაისჯება.

27 ივლისს გაიხსნება და 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება თუშეთში, სოფელ ომალოში ფესტივალი „აქთუშეთიი 2017“. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები, კერამიკოსები, ფოტოგრაფები და მუსიკოსები მასტერკლასებსა და ლექციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია დოღი,…

თბილისის მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. მისივე თქმით, ბრალდებული ქრთამის სახით…

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლას ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახელი მიენიჭა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის სახელდების შესახებ ბრძანება 2017 წლის 12 ივლისს გამოსცა.

კახეთში, სოფელ გურჯაანში ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩვნენ. გარდაცვლილი ბავშვი 6 წლის არის. შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვის ცხედარი სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე იპოვეს, მამის ცხედარი კი ამ დრომდე არ უპოვიათ.

სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან 2017 წლის 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. „ქართველთა მარშს“, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2017 წლის 29 ივნისს დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ სოციალურ…

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 13:00 საათზე დაიწყება. ელექტრონულად დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]