weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის იმ ეკიპაჟის მფრინავებსა და წევრებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს, საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს.

გვიან ღამით თბილის ზღვაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომლითაც 4 ადამიანი მგზავრობდა. სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, 2 დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ 170 პირი შეიწყალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და მათ 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩინოვნიკებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს კარლო ლაფერაძე იღებს - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი. მისი ანაზღაურება წელიწადში 83 021 ლარია, რაც აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და…

აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხუთ ბალამდე შტორმი ფიქსირდება. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 12 ადამიანი გადაარჩინეს. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ…

ადიგენის რაიონის სოფელ გურგულთან, მდინარე ქვაბლიანში 8 წლის ბიჭი და 45 წლის ქალი დაიხრჩვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეგობრებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. ქალი, რომელიც ბიჭის მამიდა იყო,…

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სოხუმის მცხოვრები 9 წლის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის თანამზრახველს კი 19-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით,…

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით ორი ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარე ხობისწყალში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე იყვნენ დარჩენილები და წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]