საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში სოფლები ფახვიჯი, თოთიაურები, სიჯანაანი, საჩალისჭალა, საკერპო და ბაკურხევი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე არაგვმა ფახვიჯიდან ბაკურხევთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო.
ონის რაიონის სოფლები ღები და გონა მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდები წაიღო. ღებში 400 ადამიანი ცხოვრობს, გონაში კი ორი ოჯახი…
პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხევთან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები ამერიკელ ტურისტებს ეძებენ. „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორის ინფორმაციით, ტურისტები ე.წ. sos შეტყობინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუშინ, 6 ივლისს, დაახლოებით 21:30 სააათზე დაუკავშირდნენ…
ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფელ გვრიტოსთან დაახლოებით 150 მ3 მოცულობის მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, რის შედეგადაც ცენტრალური საავტომობილო გზა დაიკეტა. ერთ საათზე მეტია გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ პაპუნიძე აირჩიეს. არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრამდე სტუდენტებს სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნეს პაპუნიძის უპირობო…
გონიოში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ორი დღის წინ, ზღვაში ძლიერი ღელვის დროს შევიდა და ვეღარ გამოვიდა.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი ლაიფის“ რედაქციამ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ, ბოდიში მოიხადა ერთ–ერთ სტატიაში სოფლის ქართული სახელწოდებით მოხსენიების გამო, – იუწყება ზუგდიდში ბაზირებული სააგენტო „ლაივპრესი“.
სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მშენებლობა 2018 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები საჯარო და კერძო სექტორის 400–ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში მიიღებენ.
თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის სამსახურებრივი ავტომობილი დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარია 4 ივლისს, ღამით მოხდა.
სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტსა და ახალციხეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 500 ლარით დააჯარიმეს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მართვის მოწმობა სომხეთში აქვთ აღებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11