weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

მარტვილში, სოფელ ინჩხურში ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც რეგინფოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარცხავამ უთხრა, მამაკაცს მდინარეზე საქონელი გადაჰყავდა, როდესაც მოულოდნელად წყალი ადიდდა და დინებამ გაიტაცა. შემთხვევა…

საქართველოს რეგიონებში ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

პანკისში, ახალციხეში, გორსა და ზუგდიდში, 8-9 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის „მეწარმეობის რეგიონულის სკოლის შესარჩევი კონკურსები გაიმართება.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუშიდან აკრედიტირებულ ლაბორატორიაში 25 უკვე გამოკვლეულია. კვლევის შედეგად, დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა 4 ნიმუშში გამოვლინდა.

რადიო თავისუფლების გადაცემები, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერVIEW“ ახალი სეზონიდან შესაძლოა საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „რადიო თავისუფლებასთან“…

პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხეობაში დაკარგული ტურისტები იპოვნეს. ისრაელის სამი მოქალაქე, რომლებმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დახმარებისთვის გუშინ, გვიან ღამით მიმართეს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამის შესახებ „მთის ამბებს“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ლევან…

სვანეთში, მესტიის რაიონის ოთხი სოფელი ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი სტიქიის შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ადიდებულმა მდინარეებმა სოფლებამდე მისასვლელი გზები დააზიანა, რამდენიმე…

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში კვირკვიების ოჯახი დააყაჩაღეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ორი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა. ისინი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 80 ლარი წაართვეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში სოფლები ფახვიჯი, თოთიაურები, სიჯანაანი, საჩალისჭალა, საკერპო და ბაკურხევი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე არაგვმა ფახვიჯიდან ბაკურხევთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო.

ონის რაიონის სოფლები ღები და გონა მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდები წაიღო. ღებში 400 ადამიანი ცხოვრობს, გონაში კი ორი ოჯახი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]