საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) განცხადებით, პასუხისმგებელმა პირებმა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტითან ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირის დაკავება გააპროტესტეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ფირუზ და რეზო წულუკიძეების, თამაზ, თორნიკე, ირაკლი და გელა…
თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული იყო და მძევლად შვიდი ადამიანი ჰყავდა აყვანილი.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრს მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება თვის ბოლოსთვის იგეგმება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გუშინ, 15 აპრილს, მათი წარმომადგენლები, რომელთაც ნინოწმინდაში წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელება სურდათ, დაწესებულებაში არ შეუშვეს. პანსიონის პასუხისმგებელმა პირმა ამის მიზეზად…
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პირი, რომელიც თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალს თავს დაესხა, დაკავებულია. სირაძის თქმით, გათავისუფლებული არიან შეიარაღებული თავდამსხმელის მძევლები.
თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში, წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად დაიწვა სამი სახლი, დამხმარე ნაგებობები და ოცამდე სული პირუტყვი. სამივე სახლი ტარიელაძეებს ეკუთვნოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 17 წლის გოგონა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ცხედარი მამამ ნახა. არასრულწლოვანმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის ნაკლებობა იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11