weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 64 წლის მამაკაცი დაწესებულების მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადახტა. ორ საათში ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გარდაიცვალა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გუშინ, გვიან ღამით, გოგოსაშვილების სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა უთხრა, ხანძრის შედეგად ორი ოთახი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სახლში არავინ იყო.

კრიმინალური პოლიციის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალსა და ლილოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის…

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1792 ახალი შემთხვევა იყო. 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.33%-ია, ბოლო 14 დღის - 3.38%, ხოლო ბოლო 7 დღის - 4.16%.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები დღეიდან აქტიურ ქმედებაზე გადავლენ - დაუკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და 15 აპრილის შეხვედრაზე მათ მიერ დაყენებულ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ…

ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. განათლების სამინისტროს განმარტებით, პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით განხორციელდა,…

ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საჩივარი უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020…

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 50 000-მდე დოზა შემოვა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ, 20 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კოვიდ-საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]