საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთის მახლობლად, ტყეში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 19 აპრილს, 578 ახალი შემთხვევა იყო. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი გასული კვირის ყოველდღიურ მაჩვენებლებს დაახლოებით 500-600-ით აღემატება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა პროვოკაციად შეაფასა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმების თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა, ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, 2014 წლის 22 ოქტომბერს, სადავო შენობის გამო პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული თემურ მიქელაძე პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო, ხოლო ორ ყოფილ…
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 49 წლის ვალერიან ნაცვლიშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, პაატა კოკაურმა დაუდასტურდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გამოძახებაზე მისული პოლიციელი ნაჯახით ხელში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული - 41 წლის მამაკაცი დაკავებულია. რაც შეეხება დაჭრილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და სამედიცინო დაწესებულება…
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 9750 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, ვირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი – 321 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
დღეიდან, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, კოვიდ-ტესტირებას გაივლიან და ისე შემოვლენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
24 საათში ჩატარებული 18 822 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავიუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 2.98%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე –…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11