საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის მეორე ეტაპს, სამუშაო შეხვედრების სერიებს იწყებს. პროექტი თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 731 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია შპს „ენკა რინიუებლზი“ მეორედ არ გამოცხადდა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში, რომელიც კომპანიისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 587 პირს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევიდეს.
კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ წესდება, თუმცა უკვე არსებული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება. კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ 15 აპრილის შეხვედრაზე დაყენებული პირობების განსახილველად და პასუხის დასაბრუნებლად ხელისუფლებისთვის მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა, დღეს…
სალხინოს მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჭყონდიდის ეპარქრიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მისი თანმხლები სასულიერო პირები არ შეუშვეს. მათ კარი მონასტრის წინამძღვარმა, ბერებმა და მრევლის ნაწილმა ჩაუკეტეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11