საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გუშინ და დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება და მეწყერული პროცესების განვითარება გამოიწვია. მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა.…
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იყო.
პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგოს მოტაცების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს - 1997 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს, 1978 წელს დაბადებულ ც.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს და 1995 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ჯგუფური დანაშაულისთვის…
ზუგდიდი მესტიის საავტომობილო გზაზე, ბეჩოსა და ლატალს შორის, ე.წ. შყაბთან კლდე ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 795 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 993 პაციენტი, ხოლო 24 გარდაიცვალა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებულ მ.ს. დააკავეს.
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი, მისი დედა და კიდევ ორი ქალი დააკავეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თებერვლამდე შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან არიდებას ემსახურება.
„დღეს ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, წერტილოვანი შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11