weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2100-მდე მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

თბილისსა და დიდ ქალაქებში – გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში – სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებს.…

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თამაზ ხომასურიძე მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით…

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბერში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8%.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმის, ხოლო 24 ქუთაისის საჯარო სკოლის შემთხვევებია.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ ჩასულ ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 518 აქტიური შემთხვევაა.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს, მათ შორის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ გამოცემა „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, რომ მასწავლებლებს ვირუსზე პირველი ტესტირება დღეს ჩაუტარდათ.

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევის დადასტურების გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]