weather cur horoscope tv
იანვარი 31, 2025

საზოგადოება

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს, მათ შორის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ გამოცემა „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, რომ მასწავლებლებს ვირუსზე პირველი ტესტირება დღეს ჩაუტარდათ.

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევის დადასტურების გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგინფოსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარას უკავშირდება. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 451 აქტიური შემთხვევაა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას და მკვლელობის მუხლით გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები, მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი…

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 წლის გოგონას გატაცების საქმეზე, სამი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს. გრიგოლიას თქმით, თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილია.

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ბარ Skygirls-ში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი - 1983 წელს დაბადებული ლ.ც დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]