weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2025

საზოგადოება

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს 50 თეთრად მოემსახურებიან.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის რესპონდენტები გამოკითხა, შემდეგ კი ტელეკომპანიისგან დაუმოტაჟებელი მასალა გამოითხოვა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს

პარასკევი, 03 ივლისი 2020 12:22

ფოთში მკვლელობა მოხდა. 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილოდ გუშინ საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოსკოვთან მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ერთ-ერთ ფრესკაზე აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეები გამოსახეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 55 274 ადამიანს დაუდასტურდა. Reuters-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დღიდან, ეს დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ცალკე აღებული ქვეყნის შემთხვევაში.

ფინანსურმა პოლიციამ ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანია „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის „ნაყიდი COVID 19“ დაუმონტაჟებელ მასალა გამოითხოვეს. მასალის გამოთხოვაზე ნებართვა თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ექსკურსიაზე 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გულგრილობაში ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]