საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ქრობის სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს სოფლების - ნაზარლოსა და ვახტანგისის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. კადრები, სადაც მასობრივი ჩხუბი და ამოტრიალებული ავტომობილი ჩანს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა ცოლს, 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სურამის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს. სავარუდოდ, დანაშაული მოკლულის ქმარმა ჩაიდინა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში ექვსი დღის განმავლობაში ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
დღეს, 6 ივლისს, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
ჯანდაცვის სამინისტრომ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ზღვის სანაპირო ზოლზე დასვენებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციაა შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების ხმარებიდან ამოღება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში დროებით მცხორები 21 წლის ტატო ზარქუა, რომელსაც ოჯახის წევრები 3 ივლისიდან ეძებნენ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11