weather cur horoscope tv
მაისი 08, 2024

საზოგადოება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სოფელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინორმაციით, ის ქალს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, საცხოვრებელ სახლთან დახვდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, მესხური ვაზის ჯიშებით ვენახის გაშენება დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირმა, გრიგოლ ქურციკიძემ საპატრიარქოსგან 25-წლიანი იჯარით…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის…

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა, სამართალდამცავებმა 1971 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება. მუშაობას ის პირველი ივლისიდან დაიწყებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები 23 წლის დავით ვარდოშვილი, რომელიც 13 ივნისს, რუსმა მესაზღვრეებმა საქონლის მწყემსვის დროს დააკავეს, ამ დრომდე გათავისუფლებული არ არის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]